ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა მსოფლიოს ახალი რეიტინგსია გამოაქვეყნა. სარეიტინგო ცვლილებები ძირითადად იმ ძიუდოისტებს შეეხოთ, რომლებმაც გასულ უქმეებზე, ალმათის მსოფლიოს თასზე იჭიდავეს. ყაზახურ ტატამზე საქართველოს ნაკრების სამი წევრიც გავიდა, მაგრამ წარმატებას ვერც ერთმა ვერ მიაღწია და დაწინაურების შანსი ამჯერად ხელიდან გაუშვეს.
პიტერ ზაიზენბახერის გუნდის ყველაზე მაღალრეიტინგიანმა წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) მეხუთე პოზიციიდან მეექვსემდე ჩაინაცვლა. ვარლამ ლიპარტელიანიც (90 კგ) ერთი პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად თავის წონაში მეცამეტე ადგილზეა, ისევე, როგორც ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ოღონდ ამ უკანასკნელს მსოფლიოს მასტერსამდეც იგივე პოზიცია ეკავა.
ოცეულში კიდევ ერთი ქართველია – ირაკლი ცირეკიძე (100 კგ), რომელმაც მსოფლიოს მასტერსი ტრავმის გამო გამოტოვა.
ქვემოთ ყველა ქართველი ძიუდოისტის სარეიტინგო მდგომარეობას, მამაკაცთა შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს და ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილ სალიცენზიო სარეიტინგო ტურნირების ჩამონათვალს გთავაზობთ.
60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) 2130
2 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია) 1150
3 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) 1144
4 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 1104
5 არსენ გალსტიანი 968
6 ამირან პაპინაშვილი 770
23 ბეთქილ შუკვანი 360
35 დავით ასუმბანი 285
75 პაატა მერებაშვილი 84
153 ნესტორ ხერგიანი 12
66 კგ
1 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი) 1310
2 ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია) 1174
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი) 1168
4 ალიმ გადანოვი (რუსეთი) 1102
5 მასაში ებინუმა (იაპონია) 1100
42 შალვა ქარდავა 200
101 დავით ასუმბანი 40
129 ლაშა შავდათუაშვილი 24
142 გიორგი მკალავიშვილი 20
159 გიორგი შოშიაშვილი 18
163 პაატა მერებაშვილი 16
173 მიხეილ ხომიზური 14
179 უჩა ხუციშვილი 12
179 სანდრო იაკობაშვილი 12
179 არსენა მაჭარაშვილი 12
73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია) 1660
2 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა) 1634
3 დექს ელმონი (ჰოლანდია) 1260
4 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია) 1260
5 მანსურ ისაევი (რუსეთი) 900
31 ნუგზარ ტატალაშვილი 268
45 ამბაკო ავალიანი 176
59 თენგიზ პაპოშვილი 128
86 ზაზა კედელაშვილი 68
154 ზვიად ბაზანდარაშვილი 20
180 ზურაბ ნოზაძე 16
216 დავით კობერიძე 10
81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) 1576
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია) 1480
3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი) 1144
4 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია) 926
5 ტრევის სტევენსი (აშშ) 874
28 ავთანდილ ჭრიკიშვილი 354
38 ლევან წიკლაური 292
60 დავით კარბელაშვილი 146
131 დავით ქევხიშვილი 30
131 ხვიჩა ხუციშვილი 30
138 იოსებ წელაური 28
161 პაატა ღვინიაშვილი 20
231 გიორგი ბაინდურაშვილი 6
231 დავით ჭაბუკაშვილი 6
255 გრიგოლ შინჯიკაშვილი 2
90 კგ
1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 1586
2 დაიკი ნიშიამა (იაპონია) 1358
3 ტაკაში ონო (იაპონია) 1246
4 მასაში ნიშიამა (იაპონია) 1240
5 ტიაგო კამილო (ბრაზილია) 1000
13 ვარლამ ლიპარტელიანი 686
52 ზვიად გოგოჭური 166
70 მინდია ბოდაველი 92
90 საბა გავაშელიშვილი 58
107 ლაშა გურული 34
126 გიორგი ცოციაშვილი 24
172 ბეთქილ ნავერიანი 6
100 კგ
1 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია) 1444
2 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) 1406
3 ტაკამასა ანაი (იაპონია) 1326
4 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი) 1240
5 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი) 880
13 ლევან ჟორჟოლიანი 640
14 ირაკლი ცირეკიძე 598
57 დავით ლორიაშვილი 88
69 რევაზ ჩიკოიძე 56
86 ალექსანდრე მსხალაძე 36
111 ნოდარ მეტრეველი 20
118 ზურაბ ზვიადაური 18
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) 1630
2 ანდრეას ტოლცერი (გერმანია) 1400
3 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე) 1290
4 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა) 1068
5 რაფაელ სილვა (ბრაზილია) 1038
23 ზვიად ხანჯალიაშვილი 370
37 ადამ ოქრუაშვილი 232
67 ლაშა გუჯეჯიანი 86
84 ნოდარ მეტრეველი 46
125 გიგა გუბელაძე 8
28-29 იანვარი – თბილისის მსოფლიოს თასი
4-5 თებერვალი – პარიზის დიდი პრიზი
11-12 თებერვალი – ობერვარტის მსოფლიოს თასი
18-19 თებერვალი – დიუსელდორფის დიდი პრიზი
25-26 თებერვალი – პრაღას მსოფლიოს თასი
26-28 აპრილი – ევროპის ჩემპიონატი (ჩელიაბინსკი)
დიდი პრიზის ჩემპიონ-პრიზიორებს 200, 120 და 80 ქულა ერგებათ. მსოფლიოს თასის ოქრო 100 ქულად ფასობს, ვერცხლი – 60-ად, ხოლო ბრინჯაო – 40-ად. ევროპის ჩემპიონატზე კი, მედალოსნები 180, 108 და 72 ქულას მიიღებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







