ძიუდო

22:25 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მასტერკლასი ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის

ბაზალეთის სპორტკომპლექსში მდებარე სპორტულ დარბაზში საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა ძიუდოისტებისათვის მასტერკლასი გამართეს.

მასტერკლასი დამწყები ძიუდოისტებისათვის, თბილისის გრან პრის მზადების ფარგლებში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) მოთხოვნით და საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

ბაზალეთის სპორტულ კომპლექსში გამართულ თეორიულ და პრაქტიკულ სემინარზე, დუშეთის რაიონის ძიუდოს სექციებში მოვარჯიშე 70-მა ახალგაზრდა ძიუდოისტმა მოიყარა თავი. სემინარს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე და ნაკრების წევრები ესწრებოდნენ.

მასტერ კლასის სანახავად ბაზალეთს ეწვივნენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები, სპორტული დირექტორი ლისა ალანი და მედია-მენეჯერი მარკ პიკერინგი, რომლებიც გრან პრის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად თბილისში ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდნენ.

სემინარზე ვარლამ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა ახალგაზრდა ძიუდოისტებს პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს, სხვადასხვა ილეთების შესრულების ტექნიკა უჩვენეს, დასასრულს სამახსოვრო სურათები გადაიღეს და სამომავლოდ, მსგავსი სემინარების ორგანიზებაზე სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111291