როგორც ვიტყობინებოდით, ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს პირველობა კრივში 1995-1996 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის. ტურნირში ზუსტად 100 სპორტსმენი ჩაება. დღეს გამართული ნახევარფინალური ორთაბრძოლების შედეგად გამოვლინდნენ ფინალური წყვილები 10 წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ფინალისტთა შორის 9 მოკრივე ქუთაისელი გახლავთ.
საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს შეერკინებიან:
49 კგ. აბას ალეკპეროვი(თბილისი) - ლაშა კობახიძე (გორი)
52 კგ. ლევან კლდიაშვილი (ქუთაისი) - მიხეილ ჭინჭარაული (თბილისი)
56 კგ. ლაშა გურული (რუსთავი) - ზაურ ხურციძე (ქუთაისი)
60 კგ. ამირან მარგველაშვილი (ქუთაისი) - ალექსანდრე ლურსმანაშვილი (გორი)
64 კგ. ნუკრი ადამია (ფოთი) - ჯემალ შალამბერიძე (ქუთაისი)
69 კგ. კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი) - ირაკლი ალანიძე(ფოთი)
75 კგ. ირაკლი ქათამაძე - გიორგი გიორგაძე (ორივე ქუთაისი)
81 კგ. ვასილ წიწილაშვილი (ფოთი) - გიგა ბუზალაძე (გორი)
91 კგ. გიორგი აბესაძე (ქუთაისი) - გიორგი ურჯუმელაშვილი (გორი)
91+ კგ. დემურ მაჭარაშვილი (რუსთავი) - ლაშა ახალაძე (ქუთაისი)
ფინალური ორთაბრძოლები სპორტის სასახლეში ხვალ, 13 საათიდან დაიწყება.
იუზა კაციტაძე ქუთაისიდან
ავტორის ფოტოები







