თბილისში მიმდინარე საჭადრაკო ევროპის ჩემპიონატის მე-9 ტური, მასპინძლებისთვის დანავსული გამოდგა. ლიდერთა შორის მყოფმა ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა და ნაზი პაიკიძემ მარცხი განიცადეს, ნინო ბაციაშვილმა და ნინო ხურციძემ კი ყაიმი ურთიერთდაპირისპირებაში დააფიქსირეს.
დღევანდლამდე, ლიტველ ვიქტორია ჩმილიტესლთან ერთად, ტურნირის სათავეში მდგარი ხოტენაშვილი შავი ფიგურებით უკრაინელ კატერინა ლაჰნოს დაუპირისპირდა და ევროპირველობაზე პირველი მარცხი განიცადა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოჭადრაკემ უარესი პოზიცია მალევე მიიღო და თავი დამარცხებულად უკვე 21-ე სვლაზე სცნო. აღნიშნული წარმატების წყალობით, ლაჰნო 7.0 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა.
ასეთივე მონაგარით, მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფენ მსოფლიოსა და ევროპის ექს-ჩემპიონი ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა და შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტი. მე-9 ტურში სტეფანოვამ შავი ფიგურებით ლელა ჯავახიშვილს სძლია, არახამიამ კი შავებითვე მსოფლიოს კიდევ ერთ ექს-ჩემპიონ რუს ალეკსანდრა კოსტენიუკს მოუგო.
და ლიდერი. ხოტენაშვილის წაფორხილების ფონზე, საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა ლიტველმა ვიქტორია ჩმილიტემ, რომელმაც ევროპის ორგზის ჩემპიონი შვედი პია კრამლინგი დაამარცხა და 9 ტურის თავზე ჩინებული შედეგი – 7.5 ქულა მოუგროვდა.
მე-10 ტურის ცენტრალურ პარტიებში ერთმანეთს არახამია-გრანტი-ჩმილიტე, სტეფანოვა-ლაჰნო, ნ.კოსინცევა-დანიელიანი, ტ.კოსინცევა-ხოტენაშვილი, მ.მუზიჩუკი-მატვეევა, ა.მუზიჩუკი-ზავადსკა, კრამლინგი-ფოისორი, ჯავახიშვილი-ოვოდი, ხურციძე-აბდულა და ბაციაშვილი-ბოდნარუკი ითამაშებენ.
“შერატონ მეტეხი პალასში” მიმდინარე ევროპირველობა თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და თვრამეტ მაისს დასრულდება. საპრიზო ფონდიდან ჩემპიონი 20 ათას ევროს მიიღებს, მეორეზე გასული – 15 ათასს, მესამეადგილოსანი კი – 10 ათასს.
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. თბილისი (საქართველო). 7-18 მაისი
მე-9 ტური
კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2530) – ბელა ხოტენაშვილი (2470) 1:0
ლელა ჯავახიშვილი (2454) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2506) 0:1
ნინო ბაციაშვილი (2399) – ნინო ხურციძე (2436) 0.5:0.5
სვეტლანა მატვეევა (რუსეთი, 2380) – ნაზი პაიკიძე (2408) 1:0
სოფიკო გურამიშვილი (2299) – ტრანგ ჰოანგი (უნგრეთი, 2456) 0.5:0.5
ნათია ჯანჯღავა (2291) – ევა მოსერი (ავსტრია, 2445) 0.5:0.5
სალომე მელია (2444) – ირინა ბულმაგა (მოლდოვა, 2284) 0.5:0.5
მერი არაბიძე (2277) – ნანა ძაგნიძე (2557) 0.5:0.5
სოფიო გვეტაძე (2330) – ინა გაპონენკო (უკრაინა, 2455) 0:1
სოფიკო ხუხაშვილი (2421) – ინგა ხურცილავა (2286) 1:0
ქეთი წაწალაშვილი (2280) – მაკა ფურცელაძე (2352) 1:0
ოლგა ზიმინა (იტალია, 2346) – სალომე ხაჟომია (2152) 1:0
დეიმანტე დაულიტე (ლიტვა, 2306) – მაია ლომინეიშვილი (2376) 0:1
ინგა ჭარხალაშვილი (2373) – სვეტლანა ჩერედნიჩენკო (უკრაინა, 2297) 1:0
ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2361) – მერი ჟორჟოლიანი (2136) 1:0
ნელი აგინიანი (სომხეთი, 2284) – მირანდა მიქაძე (2351) 1:0
იულია კოჩეტკოვა (სლოვაკეთი, 2341) – ანა შამათავა (1917) 1:0
ანა გავაშელი (2160) – ქეთინო კახიანი-გერშინსკა (გერმანია, 2309) 0:1
სოფი მილიე (საფრანგეთი, 2388) – სოფიკო ტერელაძე (2177) 0:1
ნათია ჯალაბაძე (2052) – ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი, 2342) 0:1
გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი, 2312) – მადონა ბოკუჩავა (2115) 1:0
სოფიო ნიკოლაძე (2278) – ნინო მელაშვილი (2104) 1:0
ადა ქაქუთია (1727) – ეკატერინი ფახირიდუ (საბერძნეთი, 2225) 0.5:0.5
ალექსანდრა ვახანია (2189) – ანა კუჭავა (1973) 1:0
ნარგიზ უმუდოვა (აზერბაიჯანი, 2230) – ნატო იმნაძე (1962) 0.5:0.5
კატარინა სკრაბაკოვა (სლოვაკეთი, 2071) – თამარ ხმიადაშვილი (2204) 0:1
სანდუგაჩ შაიდულინა (რუსეთი, 2160) – ნანი უნაფქოშვილი (1970) 0.5:0.5
ანა აირაპეტიანი (სომხეთი, 2128) – დეა გოგიშვილი (1856) 1:0
ნინო ხომერიკი (1832) – მარია იკონომოპოულოუ (საბერძნეთი, 2121) 0:1
ნელი ალექსანიანი (რუსეთი, 2141) – ფატმან რიჟამაძე (2052) 0.5:0.5
ლია მარტიროსიანი (სომხეთი, 2093) – ნინო ჯალაღონია (1562) 0.5:0.5
ტურან ასგაროვა (აზერბაიჯანი, 1957) – მარიამ ჭოლაძე (1818) 1:0
მაია მუმლაძე (1517) – ანა თედოშვილი (1469) 1:0
ლიკა კობეშავიძე (1988) – ნარმინ სოიუნლუ (აზერბაიჯანი, 1884) 1:0
ლიზი ტრაპაიძე (1744) – მარიამ ჯავახიშვილი (1491) 1:0
ნინო გუმბერიძე (1664) – იულია ნოვკოვიჩი (ავსტრია, 2120) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩმილიტე (ლიტვა, 2504) – 7.5; 2. ლაჰნო (უკრაინა, 2530) – 7.0; 3. სტეფანოვა (ბულგარეთი, 2506) – 7.0; 4. არახამია-გრანტი (შოტლანდია, 2462) – 7.0; 5. დანიელიანი (სომხეთი, 2506) – 6.5; 6. ხოტენაშვილი (2470) – 6.5; 7. ტ.კოსინცევა (რუსეთი, 2559) – 6.5; 8. ნ.კოსინცევა (რუსეთი, 2567) – 6.5; 9. მატვეევა (რუსეთი, 2380) – 6.5; 10. ოვოდი (რუსეთი, 2404) – 6.0;
11. ჯავახიშვილი (2454) – 6.0; ...14. ხურციძე (2436) – 6.0; 18. ბაციაშვილი (2399) – 6.0; 21. პაიკიძე (2408) – 5.5; 28. მელია (2444) – 5.5; 30. არაბიძე (2277) – 5.5; 32. ხუხაშვილი (2421) – 5.5; 34. გურამიშვილი (2299) – 5.5; 36. წაწალაშვილი (2280) – 5.5; 40. ჯანჯღავა (2291) – 5.5; 44. ძაგნიძე (2557) – 5.0; 48. ჭარხალაშვილი (2373) – 5.0; 50. ლომინეიშვილი (2376) – 5.0; 59. გვეტაძე (2330) – 4.5; 60. ხურცილავა (2286) – 4.5; 61. ფურცელაძე (2352) – 4.5; 64. ტერელაძე (2177) – 4.5; 67. ვახანია (2189) – 4.5; 71. ნიკოლაძე (2278) – 4.5; 76. ხაჟომია (2152) – 4.5; 77. მიქაძე (2351) – 4.0; 79. გავაშელი (2160) – 4.0; 85. იმნაძე (1962) – 4.0; 86. შამათავა (1917) – 4.0; 87. ქაქუთია (1727) – 4.0; 89. ჟორჟოლიანი (2136) – 4.0; 92. ხმიადაშვილი (2204) – 4.0; 94. მელაშვილი (2104) – 3.5; 100. უნაფქოშვილი (1970) – 3.5; 103. კუჭავა (1973) – 3.5; 106. ბოკუჩავა (2115) – 3.5; 108. ჯალაბაძე (2052) – 3.5; 110. რიჟამაძე (2052) – 3.0; 111. გოგიშვილი (1856) – 3.0; 117. ხომერიკი (1832) – 3.0; 118. მუმლაძე (1517) – 3.0; 119. ჯალაღონია (1562) – 3.0; 122. ჭოლაძე (1818) – 2.5; 124. ტრაპაიძე (1744) – 2.5; 125. კობეშავიძე (1988) – 2.5; 127. თედოშვილი (1469) – 2.0; 128. გუმბერიძე (1664) – 1.5; 129. ჯავახიშვილი (1491) – 1.5;







