ფეხბურთი

20:00 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო ჩელინოს “ლიდსის” შეძენის უფლება არ მისცეს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ იტალიელ ბიზნესმენს, მასიმო ჩელინოს “ლიდს იუნაიტედის” შეძენის უფლება არ მისცა.

ცოტა ხნის წინათ, ჩელინოს კომპანიამ “ლიდსის” აქციების 75%-ის შეძენის სურვილი გამოთქვა. გუშინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა და გადაწყდა, რომ ჩელინოს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩელინო, იტალიაში, გადასახადების დამალვაშია შემჩნეული და მას, ამის გამო, 600 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუხდა.

Sky Sports-ის ცნობით, ჩელინოს, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, 14-დღიანი ვადა მისცეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118317