ფეხბურთი

10:47 | 5.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარსელური სკანდალი – ბიელსამ პრეზიდენტი გააკრიტიკა

“მარსელის” პრეზიდენტი ვენსან ლაბრიუნი გუნდის მთავარი მწვრთნელის მარსელო ბიელსას კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა. არგენტინელმა სპეციალისტმა “მარსელის” ხელმძღვანელობა შემადგენლობის გაძლიერების შესახებ მიცემული დაპირების შეუსრულებლობისთვის გააკრიტიკა.

“ვეცდები მაქსიმალურად თავშეკავებული კომენტარი გავაკეთო – ბიელსას განცხადებით გაკვირვებული ვარ. შემადგენლობის ფორმირებისას მწვრთნელის სურვილები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და შეიკრა გუნდი, რომელსაც დასახული მიზნისთვის ბრძოლა რეალურად შეუძლია. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა კლუბისთვის ლიდერთა შორის დაბრუნების შანსი მიგვეცა. ბიელსას შვებულების დასრულების შემდეგ აუცილებლად დაველაპარაკები” – განაცხადა “მარსელის” პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127876