ფეხბურთი

13:12 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო გამოირიცხა, მოდრიჩი საეჭვოა

მადრიდის “რეალი” გერმანულ “დორტმუნდთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ მატჩებს მარცხენაფლანგელი მარსელოს გარეშე ჩაატარებს. AS-ის ცნობით, ტრავმა, რომელიც ბრაზილიელმა “ბეტისთან” პრიმერას უკანასკნელი ტურის მატჩში (3:1) მიიღო, მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა.

მადრიდელთა სამედიცინო შტაბის განცხადებით, მარსელოს მკურნალობას, სულ ცოტა, 3 კვირა დასჭირდება. შესაბამისად, ბრაზილიელი “დორტმუნდთან” 24 და 30 აპრილს გასამართ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

“ბეტისთან” მატჩში, ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმაც, მაგრამ მისი ბედი, ჯერჯერობით, უცნობია. ექიმებს საბოლოო სიტყვა არ უთქვამთ და შესაძლოა, ხორვატმა დორტმუნდელებთან მატჩში ითამაშოს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115844