ჩოგბურთი

14:37 | 16.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე ტურნირის ჩემპიონია

დასასრულს მიუახლოვდა საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში 14 და 16-წლამდელ გოგონებსა და ბიჭებს შორის.
დასრულდა ფინალური შეხვედრა გოგონებს შორის. 14-წლამდელ გოგონებში ფინალი ქართული გამოდგა. ერთმანეთს შესაბამისად პირველ და მეორე ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე და ანა ახალკაცი დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბოლქვაძემ 6:3, 6:3 დაამარცხა მეტოქე და პირველი ადგილი დაიკავა.
16-წლამდელ გოგონებს შორის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთნამეთს პირველ და მეორე ნომრად განთესილი ბელარუსი ალინა ზუბკოვა და საქართველოს წარმომადგენელი ეკატერინე ლასარეიშვილი დაუპირისპირდნენ.
უაღრესად დაძაბული გამოდგა პირველი სეტი, რომელიც ზუბკოვამ (7:6) მოიგო და 1:0 დაწინაურდა.
მეორე სეტი ზუბკოვას უპირატესობით ჩატარდა და ბელარუსმა გაიმარჯვა კიდეც - 6:2. მან პირველი ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ლასარეიშვილს, იგი მეორე ადგილზე გავიდა.
ამრიგად, ქალთა ფინალების დასრულების შემდეგ, ქართველმა გოგონებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
რაც შეეხება ვაჟებს, ისინი თამაშს ჯერჯერობით აგრძელებენ.

როლანდ ლაბუჩიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061385