თამაშგარე

10:58 | 30.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა იმპოტენტი მამაკაცების წინააღმდეგ

ეშხიანი და ტანკენარი რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გათხოვდა, ერთ-ერთ ისეთ სპორტსმენ ქალად ითვლება, რომელიც არასოდეს ერიდება ინტიმურ საკითხებზე ღიად საუბარს და თუკი მის ფემინისტურ შეხედულებებსაც გავითვალისწინებთ, წარმოგვიდგება ქალი, რომელმაც საკუთარი თავის ფასიც მშვენივრად იცის და საქმე-საქმეზე თუ მიდგა, აქეთ გაილაშქრებს მამაკაცების მანკიერებათა წინააღმდეგ.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ამერიკულ თოქშოუში მიწვეულმა მარია შარაპოვამ, არც აცია, არც აცხელა და განაცხადა, რომ სპორტსმენი მამაკაცების უმრავლესობა იმპოტენტია და ამის მიზეზი, მათ მიერ დოპინგის ტიპის აკრძალული “დამხმარე პრეპარატების“ ხშირი მიღებაა. როგორც რუსი ლამაზმანი ამბობს, არავისთვისაა ახალი ის ამბავი, რომ სპორტში აკრძალულ პრეპარატებს დიდი გასაქანი მიეცა და ამას ხელს მრავალი ფაქტორი უწყობს, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რომ ამ პრეპარატების მიღებას სხვა უკუჩვენებებთან ერთად, იმპოტენციის გამოწვევაც შეუძლია.

შარაპოვა იხსენებს თავის ნაცნობ სპორტსმენ მამაკაცებს, რომლებიც ხშირად ტრაბახობდნენ საკუთარი მამაკაცური შესაძლებლობებით, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე მიმდგარა, არაფერი გამოსვლიათ და შერცხვენილები წასულან. მარია ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად სანქციების გამკაცრებას მიიჩნევს, თუმცა სპორტსმენები სამუდამო დისკვალიფიკაციისათვის მაინც არ ემეტება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097665