ჩოგბურთი

10:37 | 8.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა: “აშკარა, დაუჯერებელი”

მომავალი ორშაბათიდან ქალ ჩოგბურთელთა შორის მსოფლიოს კლასიფიკაციას კვლავ რუსი მარია შარაპოვა ჩაუდგება სათავეში. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მაშამ საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ჩეხ პეტრა კვიტოვას 6:3, 6:3 მოუგო და “როლან გაროსზე” გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მოპოვების გარდა, კვიტოვასთან შარშან უიმბლდონის ფინალში განცდილი მარცხის “ანგარიშიც გაასწორა”.
“2-3 წლის ვერცკი წარმოვიდგენდი, რეიტინგსიას სათავეში კიდევ ერთხელ რომ მოვექცეოდი. ეს აშკარაა, მაგრამ ძნელად დასაჯერებელი. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ მაღალ დონეზე თამაშს ვფიქრობდი. მოხარული ვარ, ტრავმით გამოწვეული რთული პერიოდი საბოლოოდ რომ ჩაბარდა წარსულს”, - განაცხადა შარაპოვამ მას შემდეგ, რაც კვიტოვას დამარცხების შემდეგ ვნებები დაიოკა, შემდეგ კი ფინალზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, “როლან გაროსის” გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე დიდხანს ვოცნებობდი და ყოველმხრივ შევეცდები, ერანის წინააღმდეგაც კარგად ვითამაშოო.
მარია შარაპოვა პლანეტის უძლიერესი ჩოგბურთელი კიდევ ერთხელ 1464 დღის შემდეგ გახდა, სადიდსლემო შეჯიბრებებიდან კი ჯერჯერრობით მხოლოდ საფრანგეთის ღია პირველობა არ მოუგია.


 
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0901