ჭადრაკი

21:01 | 14.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილს საპრიზო ადგილამდე კოეფიციენტი დააკლდა

ესპანეთის ქალაქ უესკაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც სამი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ბოლო ტურის წინ, პრიზიორებში მოხვედრის შანსი ჰქონდა გიორგი მარგველაშვილს, საამისოდ ბოლო ტურში რუსი ვლადიმერ ბურმაკინისთვის უნდა მოეგო. მარგველაშვილი ყაიმს დასჯერდა და 8 ქულით, ხუთ მოჭადრაკესთან ერთად მეორე-მეშვიდე ადგილები გაიყო, აქ ყველაფერი კოეფიციენტმა გადაწყვიტა, რომლის მიხედვით, გიორგის მეოთხე ადგილი ერგო. ტურნირის გამარჯვებული კი ისრაელის წარმომადგენელი დან ზოლერი გახდა.
კონსტატინე შანავამ და თორნიკე სანიკიძემ 7-7 ქულა მოაგროვეს და შესაბამისად, 25-ე და 27-ე ადგილებზე გავიდნენ.  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.153674