ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა საჭადრაკო ტურნირი `გოლდენ სტეიტ ოუპენ 2013”, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი გიორგი მარგველაშვილიც ასპარეზობდა. შეჯიბრებაში, რომელიც შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, 52 მონაწილე იყო. 7.5 ქულით პირველი ადგილი ჩინელმა დიდოსტატმა ლი ჩაომ დაიკავა, გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა აშშ-ის სახელით მოასპარეზე გიორგი კაიდანოვი, 6-6 ქულა მოაგროვეს გიორგი მარგველაშვილმა, კეიდენ ტროფმა, ვლადიმირ მეზენცევმა და ჯეფერ ქსიონდმა. უკეთესი კოეფიციენტის წყალობით მარგველაშვილს მესამე ადგილი მიენიჭა.







