ინტერვიუები

13:31 | 9.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მარეკ ჰამშიკი: “არდადეგებზე მწვრთნელის დავალება არ შემისრულებია”

იტალიური “ნაპოლის” სლოვაკმა ლიდერმა, მარეკ ჰამშიკმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ისაუბრა, თუ როგორ გაატარა შობა-ახალი წელი, ასევე 2010 წლის მიზნებზე.
- რა მიზნები გაქვთ 2010 წლისთვის?
- პირველ რიგში ვისურვებ, რომ ჯანმრთელები იყვნენ ჩემი ვაჟი და მეგობარი გოგო. ასევე ვიმედოვნებ, რომ ვიქნები კარგ ფორმაში, რათა მონაწილეობა მივიღო მსოფლიოს ჩემპიონატზე. ასევე მსურს სერია A-ში ჩემი რეკორდის (12 გოლი) გაუმჯობესება.
- როგორ გრძნობს თავს მარტინა? როდისთვის ელოდებით ბავშვს?
- კარგად. ჩემი ვაჟი დაახლოებით 15 და 20 იანვარს შორის პერიოდში უნდა დაიბადოს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენისთვის.
- შობა თქვენ ნეაპოლში გაატარეთ ოჯახთან ერთად...
- დიახ, ყველანი ერთად ვიყავით. საკმაოდ უცნაური შობა იყო ამინდის გათვალისწინებით. ნეაპოლში საკმაოდ თბილა. სხვამ მხრივ, ყველაფერი ისე იყო, როგორც ბანსკა ბისტრიცაში. ტრადიციულად მივირთვით კომბოსტოს სუპი, სალათი და კობრი.
- ახალ წელს როგორ შეხვდით?
- მეგობარ გოგოსთან ერთად რესტორანში ვიყავით. ჩვენთან ერთად იყვნენ გრავა, იეცო, გარგანო და ჩემი და მიკაელა. კარგი დრო გავატარეთ.
- როგორ მიდის ვარჯიშები?
- რაც არადეგებისთვის მწვრთნელმა დაგვავალა, არაფერი გამიკეთებია. მასთან მივედი და ყველაფერი ვუთხარი. მან გაიღიმა და სასჯელის სახით ძალზე ბევრი მარბენინა.
- რა შეიცვალა გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ?
¬- მისი ხელმძღვანელობით გუნდი ყოველ მატჩს ისე ატარებს, როგორ უკანასკნელს. ჩვენ არასდროს ვნებდებით და შედეგად გუნდმა აშკარად გააუმჯობესა შედეგები. ახლა კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებიდით, პარმაში და კალიარიში ქულები რომ არ დაგვეკარგა.
- წელს გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი...
- ამჟამად კონცენტრირებული ვარ მხოლოდ “ნაპოლიში” თამაშზე. თუმცა შობას მილოცვა მივიღე ნაკრების მწვრთნელისგან, ვლადიმირ ვაისისგან.
- ცოტა ხნის წინ თავი გადაიპარსეთ...
- დიახ, მაგრამ უკვე გამეზარდა თმა.
- “ინტერი” მზად იყო თქვენთვის ფანტასტიკური შემოთავაზება გაკეთებინა...
- ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც შენით ასეთი გუნდი ინტერესდება და ღიად აცხადებს ამის შესახებ. თუმცა, “ნაპოლის” კონკრეტული წინადადება არ მიუღია.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099371