ჩოგბურთი

9:34 | 7.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარეის ისტორიული შანსი

 

ბოლო 74 წლის განმავლობაში ენდი მარეი პირველი ბრიტანელი ჩოგბურთელი გახდა, რომელიც უიმბლდონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალში გავიდა. შოტლანდიელმა ამას ნახევარფინალში აფროფრანგის ჟო-ვილფრიდ ცონგას დამარცხების შედედაგ მიაღწია 6:3, 6:4, 3:6, 7:5. მარეიმდე უკანასკნელი ალბიონელი, რომელმაც უიმბლდონის პირველობისთვის გადამწყვეტი მატჩი ჩაატარა, ჰენრი ოსტინი გახლდათ, რომელიც შორეული 1938 წლის ფინალში ამერიკელ დონ ბაჯთან 1:6, 0:6, 3:6 დამარცხდა.
“დადებითი ემოციით დახუნძლული ვარ. უიმბლდონის ფინალში გასვლა ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. როჯერ ფედერერთან ფინალი კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება. მასთან დიდი სლემის ტურნირის ფინალში უკვე მითამაშია და მაშინდელ შეცდომებს გავითვალისწინებ და შევეცდები მოვუგო კიდეც. თუმცა, ურთულესი შეხვედრა მელის, რადგან ფედერერმა ძველებური ფორმა პრაქტიკულად სრულად აღიდგინა”, - იმედიანად ხვდება ფინალს ენდი მარეი.
უიმბლდონის ფინალში მარეის წარმატება დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმაც უსურვა: “ენდის ფინალში გასვლა განსაკუთრებით სასიხარულო მოახლოებული ოლიმპიური თამაშების ფონზეა. კვირის ფინალს აუცილებლად მივადევნებ თვალს და როგორც დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი მცხოვრები, მეც მარეის მოგებას ვისურვებ”.
 
 
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082397