მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგანმა და უიმბლდონის წლევანდელი ტურნირის ფინალისტმა ენდი მარეიმ თავისი უახლოესი მიზანი გააცნო ინგლისელ ჟურნალისტებს – შოტლანდიელს ოლიმპიური თამაშების მოგება დიდი სურვილი ამოძრავებს. “მოუთმენლად ველი თამაშების საჩოგბურთო ტურნირის სტარტს. ლონდონის ოლიმპიადა ჩემთვის კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია და საკუთარი გულშემატკივრების, მეგობრებისა და ნათესავების თვალწინ მხოლოდ ოქროს მედლის მოპოვებისთვის ვიბრძოლებ. ამასთან სპორტის სხვა სახეობებში ბრიტანელ წარმომადგენლებს ვუქომაგებ. მე მიყვარს სხვა სახეობებიც, თუმცა, ჩოგბურთს ვერცერთი შეედრება”, - ამბობს ენდი.
ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ლონდონის ოლიმპიადის საჩოგბურთო შეჯირების კენჭისყრა 26 ივლისს ჩატარდება, მეორე დღიდან კი მოთამაშეები ასპარეზობას შეუდგებიან. წილისყრა უშუალოდ უიმბლდონის “ლაუნ ტენისის” კლუბის ტერიტორიაზე შედგება, ხოლო განთესვა ATP-სა და WTA-ს ბოლო რეიტინგსიის მიხედვით მოხდება. ამასთან, თუკი 2 ქვეყნის ჩოგბურთელი ან წყვილი ერთ ქვეყანას წარმოადგენს, მათ სატურნირო ცხრილის (ბადის) საპირისპირო მხარეს განათავსებენ.
ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირი 5 აგვისტოს დასრულდება და ერთეულთა თანრიგში მასში მონაწილეობას 45 ქვეყნის 64 მოთამაშე მიიღებს. წყვილებს რაც შეეხება, პირველობისთვის 32 ტანდემი იბრძოლებს.







