ჩოგბურთი

18:01 | 13.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი კვირა

უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-5 ნომრად განთესილმა სოფო შაფათავამ ინდოელი კირა შრუფი 6:2, 6:3 დაამარცხა, თუმცა მერვედფინალში უკრაინელ ლუდმილა კიჩენოკთან 2:6, 5:7 წააგო. კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ნათია გეგია ძირითადი ბადის საწყის წრეში ებრაელ დენიზ ხაზანიუკს ვერ გაუმკლავდა – 3:6, 6:7 (1:7). წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში შაფათავა და გეგია იაპონურ-ბელორუსულ დუეტთან (ომაე-პირაჟენკა) 6:2, 4:6, 8:10 დამარცხდნენ.
იტალიაში, პადოვას 25-ათასიან ტურნირზე გერმანელ ანა-ლენა ფრიედსამთან წააგო ეკატერინე გორგოძემ – 3:6, 1:6. თურქეთის ქალაქ ერზინჩანში 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია თამარ ჭალაგანიძემ, რომელმაც მასპინძელ მელის ბაირაკტაროღლუს სძლია – 6:3, 4:6, 7:5. თამარ ცხაკაია რუს მარგარიტა ლაზარევას ვერ გაუმკლავდა – 2:6, 0:6, ხოლო მარიამ კიკნაძეს თურქმა ბასაკ ერაიდინმა აჯობა – 6:0, 6:1.
წყვილთა ტურნირს უკვე ყველა ქართველი ჩოგბურთელი გამოეთიშა. ჭალაგანიძემა და ბაბილინა მაჩაიძემ ფინელებთან (ჰიოტი-ლეივო) წააგეს – 1:6, 2:6, თეონა ტატიშვილმა და ცხაკაიამ – ავსტრიელ პრენტნერთანა და რუს სცინცოვასთან – 0:6, 0:6, ხოლო კიკნაძემა და თურქმა ელიფ ტურგულმა – მასპინძლებთან, აკდემირთანა და ბაირაკტაროღლუსთან – 2:6, 1:6.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160114