კალათბურთი

14:30 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი ლიდერთან

ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგ მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძის “ჩემპვილმა”. ეს გუნდი ლიდერ ”საგესეს” ესტუმრა და უშანსოდ – 60:91 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 36 წუთი დაჰყო. გიორგის მონაგარი 9 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა იყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა 4-დან 3 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

სარგებლიანობის კოეფიციენტის (11) მიხედვით, ცინცაძე თანაგუნდელთა შორის მხოლოდ სერბ ვლადან ვუკოსავლიევჩს ჩამორჩა, რომლის მონაგარიც 22 ქულა და 11 მოხსნა იყო.

“ჩემპვილს” 6 მოგების წილ 11 მარცხი მოუგროვდა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიცაზე რჩება. 16 აპრილს ცინცაძის კლუბი მეორეადგილოსან “ალ რიადის” დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.069284