ფეხბურთი

20:58 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

Marca: ბენზემა და “რეალი” ახალ კონტრაქტზე თათბირობენ

მადრიდის “რეალი” და გუნდის ფრანგი თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ბენზემასა და “რეალს” შორის ამჟამად მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წელს გასდის. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ხელშეკრულება 2018 ან 2020 წლამდე გახანგრძლივდება.

ქარიმ ბენზემა “რეალში” 2009 წელს გადავიდა. მადრიდული გუნდის მაისურით ჩატარებულ 215 შეხვედრაში მან 104 გოლი გაიტანა და 55 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონში, 26 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა, 32 თამაშში, თავი 17 გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112113