ფეხბურთი

12:54 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ფავორიტი ბრაზილიაა

მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა მიიჩნევს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძელი, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მოიგებს.

“ჩემი ფავორიტი ბრაზილიაა. კონფედერაციათა თასმა აჩვენა, რომ როდესაც ბრაზილიელი ფეხბურთელები ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან და კონცენტრირებას ახდენენ, ისინი დაუმარცხებლები არიან. მაგრამ მე არგენტინის იმედიც მაქვს, რადგან ჩვენ ლიონელ მესი გვყავს. მართალია პროგნოზების კეთება უმადური საქმეა, მაგრამ მაინც მგონია, რომ გამარჯვებული სამხრეთამერიკული გუნდი იქნება. ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარი საუკეთესოა. ის ნამდვილი შემოქმედია, იმპროვიზაციის დიდი უნარი აქვს და საკუთარ საქმეს ძალიან კარგად აკეთებს” - განაცხადა მარადონამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114602