ჭადრაკი

0:29 | 24.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

მაქსიმალური შედეგით ლიდერთა შორის

ხანტი-მანსიისკში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადა ქართული გუნდებისთვის წარმატებულად გრძელდება. ტურნირზე უკვე სამი ტური მიილია, საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრებებს კი ჯერ ქულაც არ დაუკარგავთ და ცხადია, ლიდერებს შორის იმყოფებიან.
ქალთა შეჯიბრში მაქსიმალური შედეგი 11 ნაკრებს გააჩნია, დამატებითი მაჩვენებლებით კი ქართველები მხოლოდ უკრაინის გუნდს ჩამორჩებიან. გასულ ტურში საქართველოს ნაკრები ყაზახებს დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. ნანა ძაგნიძემა და სალომე მელიამ პარტიები თეთრი ფიგურებით მოიგეს, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი კი შავებით ყაიმს დასჯერდნენ.
მე-4 ტურში ქართველ ქალებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელლით. მათი მეტოქე რუსეთის პირველი გუნდი იქნება, რომელმაც გასულ ტურებში ბანგლადეშს (4:0), ბოსნია ჰერცეგოვინასა (2.5:1.5) და სლოვაკეთს (3.5:0.5) აჯობა. პირველ ნომრად განთესილ მასპინძელთა ღირსებას ტატიანა კოსინცევა (2573), ნადეჟა კოსინცევა (2565), ალექსანდრა კოსტენიუკი (2524), ალისა გალიამოვა (2482) და ვალენტინა გუნინა (2465) იცავენ.
მოულოდნელად დიდი ბრძოლა გადახდა საქართველოს ვაჟთა ნაკრებს, რომელიც მექსიკასთან დაპირისპირებაში ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, პირველ დაფაზე ბაადურ ჯობავას მარცხის შემდეგ, მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბედნიეროდ, საკუთარი პარტიები ლევან ფანცულაიამა და თამაზ გელაშვილმა მოიგეს, მერაბ გაგუნაშვილმა კი ყაიმი გააფორმა და საქართველომ 2.5:1.5 იმარჯვა.
ქართული გუნდი ერთ-ერთია იმ 14-დან, რომელთაც კაცთა ტურნირში 6 ქულა მოუგროვდათ, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ჩვენი ნაკრები მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
მე-4 ტურში ქართველები ძალებს ლიდერთა შორის მყოფ ნორვეგიასთან მოსინჯავენ. ამ უკანასკნელთა უდავო ლიდერი მაგნუს ლარსენია, რომლის რეიტინგიც 2826-ია, მისთვის შესაბამისი პარტნიორობის გაწევას კი იონ ლუდვიგ ჰამერი (2633), ფროდე ელსნესი (2485), ფროდე ურკედალი (2430) და ტორნბორნ რინგდალ ჰანსენი (2429) ცდილობენ.
საწყის ტურებში ნორვეგიელებმა იამაიკას 2.5:1.5 სძლიეს, შემდეგ პორტუგალია 4:0 გაანადგურეს, რუსეთის მე-5 გუნდს კი 3:1 მოუგეს.

2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა. ხანტი-მანსიისკი (რუსეთი). 20 სექტემბერი-3 ოქტომბერი

მესამე ტური
ქალები
საქართველო (4) – ყაზახეთი (37) 3:1

ნანა ძაგნიძე (2534) – გულმირა დაულეტოვა (2235) 1:0
მადინა დავლეტბაიევა (2163) – ლელა ჯავახიშვილი (2451) 0.5:0.5
სალომე მელია (2439) – დინარა სადუაკასოვა (2142) 1:0
ელენა ანკუდინოვა (2124) – ბელა ხოტენაშვილი (2464) 0.5:0.5

რუსეთი 1 (1) – სლოვაკეთი (15) 3.5:0.5
ჩინეთი (2) – ლატვია (22) 3:1
უკრაინა (3) – აზერბაიჯანი (26) 3:1
გერმანია (16) – რუსეთი 2 (5) 2:2
აშშ (6) – არგენტინა (28) 3.5:0.5
მაკედონია (63) – სომხეთი (7) 0:4
ინდოეთი (8) – მოლდოვა (42) 3:1
უნგრეთი (9) – იტალია (30) 2.5:1.5
პოლონეთი (10) – ბულგარეთი (12) 1.5:2.5

სატურნირო მდგომარეობა
6 – უკრაინა, საქართველო, აშშ, ინდოეთი, კუბა, რუსეთი 1, უნგრეთი, ჩინეთი, ბულგარეთი, სერბეთი, სლოვენია;

კაცები
მექსიკა (36) – საქართველო (20) 1.5:2.5  

მანუელ ლეონ ჰოიოსი (2579) – ბაადურ ჯობავა (2710) 1:0
მერაბ გაგუნაშვილი (2598) – ხუან კარლოს გონსალეს ზამორა (2564) 0.5:0.5
ხოსე გონსალეს გარსია (2543) – ლევან ფანცულაია (2599) 0:1
თამაზ გელაშვილი (2611) – ჟილბერტო ერნანდეს გერერო (2540) 1:0

იტალია (30) – რუსეთი 1 (1) 1:3
ხორვატია (28) – უკრაინა (2) 2:2
ჩინეთი (3) – მოლდოვა (31) 3.5:0.5
პერუ (46) – რუსეთი 2 (4) 0.5:3.5
ჩეხეთი (17) – უნგრეთი (5) 1.5:2.5
თურქეთი (50) – სომხეთი (6) 0.5:3.5
IBCA (78) – აზერბაიჯანი (7) 0:4
ბულგარეთი (8) – კოსტა რიკა (80) 4:0
აშშ (9) – ჩილე (51) 3:1
საფრანგეთი (10) – ისრაელი (11) 2:2

სატურნირო მდგომარეობა
6 – რუსეთი 2, ჩინეთი, სომხეთი, ესპანეთი, აშშ, საქართველო, რუსეთი 1, უნგრეთი, ესტონეთი, ინდოეთი, ნორვეგია, ვიეტნამი, რუსეთი 3, ჰოლანდია;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089859