საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 68-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა.
საქართველოში ჩატარებულ ქალ მოჭადრაკეთა ტურნირებს დაძაბულობა არასოდეს აკლდა და გამონაკლისი არც ანაკლიაში მიმდინარე ასპარეზობაა. აღსანიშნავია, რომ ერთდღიანი დასვენების შემდეგ, მე-7 ტურში ერთი ყაიმიც კი არ დაფიქსირებულა.
გამორჩეულ ინტერესს იწვევდა შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დრეზდენის 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონები, ლელა ჯავახიშვილი და სოფო ხუხაშვილი ხვდებოდნენ. ანაკლიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ჯავახიშვილმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. მორიგ გამარჯვებას მიაღწია ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა, ბელა ხოტენაშვილმა, რომელმაც მირანდა მიქაძე დაამარცხა.
მომდევნო, მე-8 ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევს პარტია, სადაც ერთმანეთს ეროვნული ნაკრების წევრები, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ნინო ხურციძე და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, ბელა ხოტენაშვილი ხვდებიან.
მე-7 ტურის ტექნიკური შედეგები: ლელა ჯავახიშვილი-სოფო ხუხაშვილი 1:0; ბელა ხოტენაშვილი –მირანდა მიქაძე 1:0; მარიამ დანელია-ნაზი პაიკიძე 1:0; მაკა ფურცელაძე-ნინო ხურციძე 0:1; მერი არაბიძე-სალომე მელია 0:1; სოფო ნიკოლაძე-მაია ლომინეიშვილი 1:0; ნინო ბაციაშვილი ისვნებდა.
მე-8 ტურის შეხვედრათა განრიგი: ხურციძე-ხოტენაშვილი; მიქაძე-არაბიძე, ლომინეიშვილი-ფურცელაძე; ხუხაშვილი-ნიკოლაძე, პაიკიძე-ჯავახიშვილი, ბაციაშვილი-დანელია.
მელია ისვენებს.
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ: I-ხოტენაშვილი (6 პარტია) (5ქულა), II-III მელია (7), ხურციძე(7)-(4,5-4,5); IV ნიკოლაძე (7)-(4); V-VIII-ჯავახიშვილი (7), ფურცელაძე(6), დანელია (7), ლომინეიშვილი (6)-(3,5-3,5); IX-X ხუხაშვილი (6), ბაციაშვილი (6)-(2,5-2,5) XI-XII მიქაძე (7), პაიკიძე (6)-(2-2); XIII-არაბიძე (6)-(1)
როლანდ ლაბუჩიძე
სოფო ნიკოლაძის ფოტო







