გრძელდება საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ანაკლია მასპინძლობს, მანდილოსნებმა ყაიმებს მოუხშირეს და მე-2 ტურის მსგავსად, მე-3 ტურშიც, 6 შეხვედრაში 4 ყაიმი დაფიქსირდა.
მეორე შეხვედრა წააგო, ჩემპიონატის მონაწილეთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე, ნაზი პაიკიძემ, რომელიც ამჯერად, დრეზდენის 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონს, მაია ლომინეიშვილს ეთამაშებოდა. პირველი ქულა მოიპოვა სოფო ნიკოლაძემ, რომელმაც მერი არაბიძეს მოუგო.
მე-4 ტურში, გამორჩეულ ინტერესს იწვევს შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დრეზდენის 2008 წლის ოლიმპიადის კიდევ ერთი ჩემპიონი, სოფო ხუხაშვილი და პაიკიძე ხვდებიან.
მე-3 ტურის ტექნიკური შედეგები: ნინო ბაციაშვილი-ნინო ხურციძე 0,5:0,5; მარიამ დანელია-მირანდა მიქაძე 0,5:0,5; ლელა ჯავახიშვილი-სალომე მელია 0,5:0,5; სოფო ნიკოლაძე-მერი არაბიძე 1:0; მაკა ფურცელაძე-ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5; სოფო ხუხაშვილი ისვენებდა.
მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი: არაბიძე-ფურცელაძე, მელია-ნიკოლაძე, მიქაძე-ჯავახიშვილი, ხურციძე-დანელია, ლომინეიშვილი-ბაციაშვილი, ხუხაშვილი-პაიკიძე. ხოტენაშვილი ისვენებს.
სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ: I-IV - მელია, ხურციძე, ხოტენაშვილი, დანელია (2,0-2,0 ქულა), V-IX ლომინეიშვილი, ჯავახიშვილი, ფურცელაძე, ბაციაშვილი, მიქაძე (1,5-1,5), X ნიკოლაძე (1,0), XI-XIII-პაიკიძე, არაბიძე, ხუხაშვილი (0,5:0,5)
როლანდ ლაბუჩიძე
სოფო ნიკოლაძის ფოტო







