ჭადრაკი

21:23 | 9.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

მანდილოსნები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ბრძოლას იწყებენ

ოთხი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი: ბელა ხოტენაშვილი (2504), ლელა ჯავახიშვილი (2455), ნინო ხურციძე (2428) და სოფიკო ხუხაშვილი (2383), დღეს, 2012 წლის ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრნენ, ამ ტურნირს კი, 10 ნოემბრიდან, რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახურის უფროსმა, სოფიკო ნიკოლაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში ხოტენაშვილი კუბელ მარიცა არიბას რობაინას (2273), ხუხაშვილი – სომეხ ელინა დანიელიანს (2476), ჯავახიშვილი – რუს ანასტასია ბონდარიუკს (2415), ხოლო ხურციძე – ბერძენ ელენა დემბოს (2454) ეთამაშება.
ნოკაუტ-სისტემით დაგეგმილი ტურნირის პირველი რაუნდის პარტიები 11 და 12 ნოემბერს, რუსეთის დროით, 13.00 საათზე დაიწყება, საჭიროების შემთხვევაში კი, ტაი-ბრეიკები 14-ში ჩატარდება.
სულ, ჩემპიონის გამოსავლენად, 6 რაუნდი იქნება საჭირო. მეორედან მეხუთე რაუნდის ჩათვლით, სისტემა იგივე იქნება, ხოლო ფინალში, მე-6 რაუნდში, მონაწილეები ოთხ პარტიას ჩაატარებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 450 ათასი დოლარია, უმთავრესი ფავორიტები კი, მოქმედი ჩემპიონი იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2606) და გასული მსოფლიოს პირველობის ფინალისტი ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2610) არიან.


როლანდ ლაბუჩიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16356