ფეხბურთი

19:52 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ვიდალის ყიდვას უკანასკნელად ეცდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა ტურინის “იუვენტუსს” არტურო ვიდალის ტრანსფერის თაობაზე უკანასკნელი წინადადებით მიმართეს. ჩილეური გამოცემების ინფორმაციით, “წითელი ეშმაკების” წინადადება საბოლოოა და თუ იტალიელები უარს იტყვიან, ნახევარმცველი “ოლდ ტრაფორდზე” აღარასდროს გადავა.

როგორც ირკვევა, მანჩესტერელები ვიდალის სანაცვლოდ 53 მილიონ დოლარსა და თავდამსხმელ ხავიერ ერნანდესს ჩადიან. ჯერჯერობით, ტურინელები საბოლოო გადაწყვეტილებისგან თავს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” ვიდალის შეძენას მთელი ზაფხულია ცდილობს და ერთი ინფორმაციით, ინგლისელებს ჩილელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვთ.

 

0.113448