ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ინტერის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველის, უესლი სნეიდერის შეძენას აპირებს.
როგორც ცნობილია, "ინტერი" სნეიდერს ხელფასის შემცირებას უპირებს. თუ ფეხბურთელი ამას არ დასთანხმდება, მას სხვა კლუბში გაჰყიდიან, მანამდე კი, მოედანზე გასვლის საშუალებას არ მისცემენ.
შექმნილ ვითარებას აკვირდება "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც სნეიდერის შეძენით 2010 წელსაც იყო დაინტერესებული. Daily Mail-ის ცნობით, ინგლისელები ჰოლანდიელის შეძენას ზამთარში შეეცდებიან.









