ჭადრაკი

22:40 | 19.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

მამაკაცები ყაიმზე შეთანხმდნენ

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, მე-3 ეტაპის მეორე პარტიები გათამაშდა.
ამჯერად, თეთრი ფერის ფიგურებით ლუკა პაიჭაძე და ლევან ფანცულაია თამაშობდნენ, რომელთა მეტოქეები, შესაბამისად, დავით ზარქუა და გიგა ყუფარაძე იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წყვილებიდან პირველი პარტია ზარქუამ მოიგო, ხოლო ფანცულაია და ყუფარაძე ყაიმზე შეთანხმდნენ. ამჯერად, ორივე შეხვედრაში ყაიმი დაფიქსირდა და სიტუაცია უცვლელი დარჩა. ზარქუა 1,5:0,5 უგებს პაიჭაძეს, ხოლო ფანცულაია - ყუფარაძის შეხვედრაში 1:1-ია.
აღნიშნული ეტაპის მე-3 შეხვედრები 20 იანვარს ჩატარდება. თეთრი ფერის ფიგურებით ზარქუა და ყუფარაძე ითამაშებენ.
 


როლანდ ლაბუჩიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174177