ინტერვიუები

10:42 | 17.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მალე ილურიძეც "გაანჟელდება"

თურქულ შეკრებაზე მყოფი მაჰაჩყალის “ანჟის” შემადგენლობაში, სულ მალე ერთი ქართველით მეტი გახდება. არადა, რუსული მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით, პრემიერლიგაში აღზევებული გუნდიდან ომარ თეთრაძემ “ხიმკის” ყოფილი მცველის, ანდრეი სტრელცოვის გარდა, ანთალიაში სინჯებზე მყოფი ყველა ფეხბურთელი დაითხოვა.
სწორედ ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდა “მსოფლიო სპორტი” თურქეთში დაღესტნელთა თავკაცს.
- ბატონო ომარ, “სოვეტსკი სპორტი”-ს ინფორმაციით ყველა გასასინჯი ფეხბურთელი გაგიშვიათ ერთის გარდა. ე.ი. ამ “შემცირებაში” ქართველებიც მოჰყვნენ?
- ჯერ ერთი, ქართველები გასინჯვაზე არავინ არ გვყავს.
- რევიშვილს კონტრაქტზე ხომ არ აქვს ჯერ ხელი მოწერილი?
- შეიძლება ითქვას, რომ რევიშვილთან კონტრაქტი აუცილებლად გაფორმდება, მას დასამტკიცებელი არაფერი აქვს.
- “ანჟიში” შარშან მოთამაშე 7 ქართველისაგან განსხვავებით, 2 ახალი გვარი გამოჩნდა - ბარაბაძე და ილურიძე.
- რევაზ ბარაბაძე ჩვენი ფეხბურთელია, მასთან კონტრაქტი გვაკავშირებს. უბრალოდ, მას შარშან ტრავმები აწუხებდა და ბუნებრივია, შემადგენლობაშიც ვერ მოხვდებოდა. გიორგი ილურიძეს რაც შეეხება, იგი საკმაოდ იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელია და კონტრაქტი მასთანაც გაფორმდება. მერე კი ვნახოთ, არაა გამორიცხული, სხვა გუნდში გავანათხოვროთ.
- ანთალიურ შეკრებაზე “ანჟის” გამართულ სპარინგ-მატჩებში გოჩა ხოჯავა არ ჩანს.
- მას მცირე ტრავმა ჰქონდა და ახლა დაიწყო ვარჯიში.
- კახა ალადაშვილზე გვითხარით, რომ მან თქვენს პირველ შეკრებაზე უნდა დაამტკიცოს “ანჟიში” გააგრძელებს თუ არა თამაშს. შეგიძლიათ უკვე თქვათ დაიტოვებთ ალადაშვილს თუ არა?
- მას ჩვენს კლუბთან კონტრაქტი აქვს, მაგრამ დავიტოვებთ თუ არა პრემიერლიგისთვის,  ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. მე იგივე აზრზე ვრჩები - გუნდში დარჩებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც პრემიერლიგაში “ანჟისთვის” სარგებლობის მოტანას შეძლებენ. წინ კიდევ 2 შეკრება გვაქვს და საკმარისი დროა, რათა საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ.

ფრიდონ კერვალიშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088665