ჭადრაკი

17:40 | 4.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

მაია ლიდერებს მიუახლოვდა

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძეს ფიდე-ს გრან-პრის მე-5 ეტაპზე გამოცხადებული ერთდღიანი შესვენება კარგად წაადგა. მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში მიმდინარე ტურნირის მე-5 ტურში ქართველმა მოჭადრაკემ ჩინებულად ითამაშა და ჩინელ იუჰუა ქსუს 32-ე სვლაზე მოუგო.
ეს მაიასთვის მე-2 გამარჯვება გახლდათ და მან 3.0 ქულით, 12 მონაწილეს შორის მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ტურნირის სათავეში ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა და ჩინელი ქსუე ჟაო იმყოფებიან, რომელთა აქტივშიც 4-4 ქულაა.
მე-5 ტურში სტეფანოვამ ერთ-ერთ ფავორიტ რუს ტატიანა კოსინცევას სძლია, აქამდელი ერთპიროვნული ლიდერი ჟაო კი მონღოლ ბატხუან მუნგუნტაალს დაუზავდა.
მე-6 ტურში ჩიბურდანიძე შავი ფიგურებით ინდოელ ჰუმპი კონერუს დაუპირისპირდება, რომელსაც ულან-ბატორის გრან-პრიზე უმაღლესი რეიტინგი (2600) გააჩნია. დღევანდელ პარტიაში კონერუმ ყაიმი ყატარის სახელით მოთამაშე ჩენ ჟუსთან გააფორმა და 3.5 ქულით, ჩინელ იიფან ჰოუსთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
შეგახსენებთ, რომ გასული ეტაპების შედეგებით, გრან-პრის სათავეში 390 ქულით ნანა ძაგნიძე იმყოფება, რომელსაც მონაწილეობა სამ ტურნირში აქვს მიღებული (ჩიბურდანიძის აქტივში მხოლოდ 85 ქულაა). ასევე სამ ეტაპის ჯამში 320 ქულა აქვს ჰოუს, ხოლო კოსინცევამ ორ ტურნირში 290 ქულა მოაგროვა.
ჰოუცა და კოსინცევაც (მან უკანასკნელ ეტაპზე თამაშზე უარი განაცხადა) მონღოლეთში ბოლო ეტაპს თამაშობენ და ძაგნიძის დაწევის უკანასკნელი შანსი აქვთ, ნანას კი მონაგარის გაზრდის საშუალება ჩილეში დაგეგმილ ტურნირში მიეცემა.
გრან-პრის  თითოეული მონაწილე 4 ტურნირს თამაშობს და საერთო ჩათვლაში 3 საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. ქულათა საერთო ჯამით გამარჯვებული მოჭადრაკე 2011 წლის ბოლო მეოთხედში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლის უფლება მიიღებს.
გრან-პრიზე დასვენებისთვის 8 აგვისტოღაა გამოყოფილი, ხოლო დასკვნითი მე-11 ტური 11 აგვისტოს გაიმართება. თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ევროს შეადგენს, ადგილების მიხედვით ქულები და თანხები კი ასე გადანაწილდება:
I ადგ. 120 + ბონუსი 40 ქულა, 6 500 ევრო
II ადგ. 110 ქულა + ბონუსი 20, 4 750
III ადგ. 100 ქულა + ბონუსი 10, 4 000
IV ადგ. 90  ქულა, 3 750
V ადგ. 80 ქულა, 3 500
VI ადგ. 70 ქულა, 3 250
VII ადგ. 60 ქულა, 3 000
VIII ადგ. 50 ქულა, 2 750
IX ადგ. 40 ქულა, 2 500
X ადგ. 30 ქულა, 2 250
XI ადგ. 20 ქულა, 2 000
XII ადგ. 10 ქულა, 1 750
გრან-პრის ექვსივე გათამაშებაში გამოვლენილი 9 საუკეთესო მონაწილე შემდეგნაირად დაჯილდოვდება:
I ადგ. 15 000 ევრო
II ადგ. 10 000
III ადგ. 8 000
IV ადგ. 7 000
V ადგ. 6 000
VI ადგ. 5 000
VII ადგ. 4 000
VIII ადგ. 3 000
IX ადგ. 2 000
 
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-5 ეტაპი. ულანბატორი (მონღოლეთი). 29 ივლისი-12 აგვისტო
მე-5 ტური
იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2585) – მარი სებაგი (საფრანგეთი, 2519) 1:0
ბატხუაგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2418) – ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2542) 0.5:0.5
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2527) – ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2536) 1:0
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2506) – იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2485) 1:0
ჩენ ჟუ (ჩინეთი, 2488) – ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2595) 0.5:0.5
ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2224) – შენ იანგი (ჩინეთი, 2453) 0:1

 
სატურნირო მდგომარეობა
1. სტეფანოვა – 4; 2. ჟაო – 4; 3. ჰოუ – 3.5; 4. კონერუ – 3.5; 5. ჩიბურდანიძე – 3; 6. კოსინცევა – 3; 7. ქსუ – 2; 8. ჟუ – 1.5; 9. მუნგუნტაალი – 1.5; 10. სებაგი – 1.5. 11. შენი – 1.5; 12. ილდიზი – 1;
 
დათო მანჯავიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173346