ჩოგბურთი

23:47 | 10.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდი ნადალის გარეშე

მადრიდის “მასტერზ1000”-ის ერთ-ერთმა ფავორიტმა რაფა ნადალმა ამ ტურნირის მეოთხედფინალს ვერ უწია. პლანეტის ნომერ მეორე ჩოგანი სენსაციურად მისმა თანამემემულემ ფერნანდო ვერდასკომ 6:3, 3:6, 7:5 დაამარცხა, თავად გავიდა შეჯიბრების 8 უძლიერეს მონაწილეს შორის და მომდევნო ეტაპზე ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება.
ვერდასკოსა და ნადალის მატჩი 3 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა, რომლის მოგებასთან რაფა ახლოს იყო – მესამე სეტში მას 5:2 მიჰყავდა, მაგრამ ფერნანდომ შესაშური ბრძოლისუნარიანობა, ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და მეოთხედფინალშიც გავიდა. “კორტზე ნორმალურად ვერ გადავაადგილდებოდი, ბურთს ისე ვერ ვურტყამდი, როგორც მსურდა, ფერნანდო კი ბრწყინვალედ თამაშობდა და სავსებით დამსახურებულად მომიგო”, - ნადალმა საკუთარი მარცხი “აღიარა”.
იოლად გაიკვლია გზა მეოთხედფინალისკენ როჯერ ფედერერმა (3). შვეიცარიელმა ფრანგ რიშარ გასკეს 6:3, 6:2 მოუგო.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16199