ფეხბურთი

14:48 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას მოურა: “პსჟ-ს გაძლიერება სჭირდება”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ ლუკას მოურას მიაჩნია, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, მის გუნდს სერიოზული გაძლიერება სჭირდება. ამის შესახებ ბრაზილიელმა RMC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ამ მომენტისთვის, პსჟ საკმაოდ კარგი გუნდია, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ. შემდეგ სეზონში, ჩვენი მთავარი მიზანი საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის დაცვა იქნება. გარდა ამისა, ვეცდებით, ჩემპიონთა ლიგაში წლევანდელზე უკეთ ვიასპარეზოთ”, - განაცხადა მოურამ.

რაც შეეხება პარიზელთა სატრანსფერო გეგმებს, ევროპულ მედიასაშუალებებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პსჟ-ს უეინ რუნისა და გარეტ ბეილის გადაბირება სურს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114695