როგორც “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, ლუკა ზარანდიამ კონტრაქტი გააფორმა ბელგიის “გენკთან”. ის დღეს წარადგინეს “გენკის” ოფისში და 14-ნომრიანი მაისურაც გადასცეს. 18 წლის ქართველს 2+2-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.
ზარანდია საქართველოს ახალი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი შემტევია, ლიდერი იყო 17-წლამდელთა ნაკრებში და ასევე წარმატებულია 19-წლამდელებშიც. შეხსენებისთვის, ლუკა თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა.
იმედია, მისი წყალი სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც გადაესხმებათ. დასავლეთ ევროპის კლუბში ხომ ქართველები იშვიათად გადადიან... “გენკმა” გასულ სეზონში მეექვსე ადგილი დაიკავა, თუმცა ბელგიაში ბოლო წლებში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლება და 3 წლის წინ ქვეყნის ჩემპიონიც იყო.







