ფეხბურთი

11:51 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუიზაო: “მერვედფინალში ჩვენ ვითამაშებთ”

ლისაბონის “ბენფიკას” მცველი ლუიზაო ჯგუფური ეტაპის დაძლევაში დარწმუნებულია. პორტუგალიური პრესის ცნობით, ოპტიმისტური განცხადება ფეხბურთელმა გუშინ გააკეთა, “ანდერლეხტის” სტუმრად ძლევის (3:2) შემდეგ.

“ჯგუფურ ეტაპზე ძალიან კარგი თამაშები ჩავატარეთ. მართალია “ოლიმპიაკოსთან” დაპირისპირებისას არ გაგვიმართლა და სატურნირო მდგომარეობა გავიუარესეთ, მაგრამ საგანგაშო არაფერია, მერვედფინალში აუცილებლად უნდა ვითამაშოთ” – განაცხადა ლუიზაომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11483