ფეხბურთი

18:05 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუის გუსტავოს წინადადებები ინგლისიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან აქვს

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე აცხადებს, რომ მისი გუნდის ბრაზილიელ ნახევარმცველს, ლუის გუსტავოს წინადადებები ესპანეთიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან აქვს.

როგორც ცნობილია, ლუის გუსტავო პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედის და შესაბამისად, “ბაიერნი” ფეხბურთელის გაყიდვაზე უარს არ იტყვის. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის საყრდენი ნახევარმცველის შეძენის სურვილს “ვოლფსბურგი”, “არსენალი” და “ნაპოლი” გამოთქვამენ.

“ლუისს წინადადებები ესპანეთიდან, რუსეთიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან აქვს. ფეხბურთელს, თავის მომავალთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.” – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Sky Sports-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115364