ფეხბურთი

1:18 | 9.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ “სელტა” ჩაიბარა

“ბარსელონა ბ”-სა და “რომას” ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე ვიგოს “სელტას” მთავარი მწვრთნელი გახდა.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ “სელტასა” და აბელ რეზინოს გზები გაიყარა. ვიგოური გუნდი უმწვრთნელოდ დიდხანს არ დარჩენილა. როგორც გაირკვა, გალისიელებმა ლუის ენრიკესთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ლუის ენრიკეს სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც მან “ბარსელონას” მე-2 გუნდი ჩაიბარა. კატალონიაში 3 წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, ესპანელმა “რომას” მიაშურა. იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქელები ევროტურნირების მიღმა დარჩნენ, იტალიაში მის მუშაობას დადებითად ვერ შევაფასებთ. 2012-13 წლების სეზონში, ლუის ენრიკე უმუშევარი იყო.

0.115151