სანელებლებს ლუდის გამორჩეულ სასმელად გადაქცევა შეუძლიათ. ლუდის ხარშვისას საინტერესოა სანელებლებით და სხვადასხვა ინგრედიენტებით ექსპერიმენტირება. ლუდის მწარმოებლები მათ უჩვეულო გემოს დასამატებლად ან ახალი არომატის შესაქმნელად იყენებენ.
დარიჩინი და მუსკატი პოპულარულია სიდრში და ცხარე სადღესასწაულო ელში. ვანილის მარცვლები სასმელს ვანილის გემოს ანიჭებს და პოპულარულია სეზონურ ლუდებში.
მიხაკი (ბაჰარი) ლუდის გემოს გოგრის ნამცხვრის გემოს ამსგავსებს და განსაკუთრებით საშემოდგომო და სადღესასწაულო ლუდებში გამოიყენება. ვარდკაჭაჭას ფესვს ყავისმსგავსი არომატი აქვს და პოპულარულია ბელგიურ თეთრ ლუდებში. კარდამონის გემო ცხარე კოლას მსგავსია და ხშირად გამოიყენება სადღესასწაულო და ბელგიური ლუდების დამზადებისას.
ქინძი სასმელს გარკვეულწილად პიკანტურს ხდის და ხშირად გვხვდება ბელგიურ ლუდში. ტყის ჩიტისთვალას ახლად მოთიბული თივის და ვანილის გამორჩეული სურნელი, კანაფის მარცვლებს კი წიწაკის გემო და ენერგია აქვს; მას ასევე დაჰკრავს ანანასის და ციტრუსის არომატი. ჯანჯაფილის ფესვი ლუდს ჯანჯაფილის გემოს მატებს. მანანას გვირილის, პიტნის და ლავანდის მსგავსი გემო აქვს და ლუდს სასიამოვნო სიმწარეს აძლევს.
ვარსკვლავისებური ანისი ლუდს ძირტკბილას არომატს ანიჭებს. შაქარყინული შაქრის ჭარხლისგან მზადდება და პოპულარულია ბელგიური სტილის ლუდებში. ფორთოხლის მწარე კანი სასმელს საკუთარ გემოზე მეტად გვირილის გემოს მატებს. ტკბილი ფორთოხლის კანს ფორთოხლის გემო აქვს და პოპულარულია ბელგიური სტილის და სადღესასწაულო ლუდებში. ტკბილ ცვილიანას ხის გემო აქვს და შესანიშნავია სადღესასწაულო ლუდებში.
ჩრდილოამერიკული მცენარე Gaultheria procumbens ლუდს მწარე გემოს ანიჭებს. ლუდის ხარშვისას გამოიყენება სხვა სანელებლებიც, როგორებიცაა, მაგალითად: მამულა, ღვია, კვლიავი, აბზინდა, გამხმარი ყვავილები, ასკილის ნაყოფი და ა.შ.
®







