საქართველოსა და შვეიცარიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის წინ, სამარანჩის სახელობის სტადიონზე ქართველთაგან პირველები ჩავიდნენ საფრანგეთში მცხოვრები წარსულში ცნობილი მოციგურავე ლია გაბელაია და მისი ახლობლები. მათთან ერთად ჩვენ დავხვდით და შეძახილებით მივესალმეთ საქართველოს ნაკრების წევრებს, რომლებიც გაძლიერებული საპოლიციო ესკორტით მოვიდნენ სტადიონზე თამაშამდე 90 წუთით ადრე. შემდეგ გამოჩნდნენ შვეიცარიელები.
ფოტოები გადაღებულია მატჩის წინ.
თენგიზ პაჭკორია, ლოზანა, სპეციალურად www.worldsport.ge







