სხვა

18:10 | 1.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის პარაოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აფრიალდა

ლონდონში მიმდინარე პარაოლიმპიურ თამაშებში ქართველი პარაოლიმპიელები 1 სექტემბრიდან ჩაერთვებიან. ლონდონის პარაოლიმპიურ სოფელში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, მოგვიანებით კი საქართველოს პარაოლიმპიური დელეგაციისათვის ლონდონში საქართველოს საელჩომ საგანგებო მიღებაც გამართა.
1 სექტემბერს მედლისათვის წოლჭიმში 60 კგ. წონითი კატეგორიის პარასპორტსმენი - შოთა ომარაშვილი იბრძოლებს, 3 სექტემბერს კი ძალებს 100 მ. ბრასით ცურვაში 100 პროცენტით უსინათლო - ნიკოლოზ თვაური ცდის.
საქართველოს დელეგაცია პარაოლიმპიურ თამაშებზე მეორედ მონაწილეობს. 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძალოსანი იაგო გორგოძე წარმოადგენდა.
ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებში ჯამში165 ქვეყნის დაახლოებით 4200 პარაოლიმპიელი იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ პარაოლიმპუიური დელეგაციის წევრებთან ერთად ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფება მომღერალი ნინი ბადურაშვილიც, რომელმაც კომპანია "ბრავო რეკორდსთან" ერთად ქართველი პარაოლიმპიელების მხარდასაჭერი სიმღერა ჩაწერა.
საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ვოცე-პრეზიდენტის - გიორგი წასიძის განცხადებით, ქართველ პარაოლიმპიელებს ლონდონში წარმატებით გამოსვლის კარგი შანსი აქვთ.


სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097118