ჭადრაკი

17:31 | 23.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლომინეიშვილი ჩემპიონია!

საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს – ქალ მოჭადრაკეთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ანაკლია მასპინძლობდა, მაია ლომინეიშვილის გამარჯვებით დასრულდა (წინა ჩემპიონი სალომე მელიაა). მართალია, ჯამში ლომინეიშვილმა ქულათა იგივე რაოდენობა დააგროვა, რაც ბელა ხოტენაშვილმა, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები  სწორედ მაიას აღმოაჩნდა და შედეგად, საუკეთესოც ის გახდა.
არადა, ბოლო, მე-13 ტურში, შარშანდელ ბრინჯაოსმედალოსან ლომინეიშვილს ძალიან სერიოზული შეხვედრა ჰქონდა წინა ჩემპიონატის მე-2 პრიზიორ ნინო ხურციძესთან, თანაც შავი ფიგურებით. თუმცა, მაიამ მისთვის აუცილებელ შედეგს – ყაიმს მიაღწია და 8,5 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში საბოლოოდ დარჩა (საინტერესოა, რომ ლომინეიშვილმა ტურნირის მსვლელობისას, მხოლოდ ერთი პარტია წააგო - სოფიკო ნიკოლაძესთან).  
ამავე ყაიმის შედეგად, 7 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილი მოიპოვა ხურციძემ, რომელმაც ასევე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა მეოთხეზე გასულ მაკა ფურცელაძეს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბელა ხოტენაშვილის შესანიშნავი ასპარეზობა – ჩემპიონის ნაჩვენები შედეგის გამეორებას სხვას ვერაფერს დაარქმევ.
მე-13 ტურის შეხვედრები: მაკა ფურცელაძე – ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5; ბელა ხოტენაშვილი – მარიამ დანელია 1:0; მერი არაბიძე – ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5; სალომე მელია – ნაზი პაიკიძე 0,5:0,5; მირანდა მიქაძე – სოფიკო ხუხაშვილი 0,5:0,5; ნინო ხურციძე – მაია ლომინეიშვილი 0,5:0,5. სოფიკო ნიკოლაძე ისვენებდა.

საბოლოო შედეგი:
1.    ლომინეიშვილი 8,5
2.    ხოტენაშვილი 8,5
3.    ხურციძე 7,0
4.    ფურცელაძე 7,0
5.    ჯავახიშვილი 6,5
6.    მელია 6,5
7.    ხუხაშვილი 5,5
8.    ნიკოლაძე 5,5
9.    პაიკიძე 5,0
10.    მიქაძე 5,0
11.    ბაციაშვილი 5,0
12.    დანელია 4,5
13.    არაბიძე 3,5
 

 

როლანდ ლაბუჩიძე
სოფიკო ნიკოლაძის ფოტოები

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096568