ფეხბურთი

19:28 | 30.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლომაიას გმირობა, უმცროსი ცხადაძის ტრავმა, უფროსი ცხადაძის იგნორი

 

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-15 ტურში, კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” სტუმრად “ბაქი” 1:0 დაამარცხა.

გიორგი ლომაიამ “ინტერში” სრულად ითამაშა და 89-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი იგებდა, პენალტი მოიგერია. ალექსანდრე იაშვილი სასტარტოში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. ბაჩანა ცხადაძე თამაშში 62-წ წუთზე ჩაერთო და სერიოზული ტრავმაც მიიღო. მატჩის მერე, ის სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, ქართველ თავდამსხელს ყბა მოტყდა. ლაშა სალუქვაძე “ინტერის” 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ინტერის” რიგებში გოლი 59-ე წუთზე ვაგიფ ჯავადოვმა გაიტანა. “ინტერს” 23 ქულა აქვს და 10 გუნდში მეოთხეა.

აღსანიშნავია, რომ თამაშის შემდეგ, როდესაც კახა ცხადაძე საპრესკონფერენციო დარბაზში შევიდა, იქ მყოფმა ჟურნალისტებმა მასთან საუბარი არ ისურვეს და გარეთ გავიდნენ. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა azerisport.com-ი იუწყება.

იტალიის სერია B-ს მე-16 ტურში, “ემპოლიმ”, სადაც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე გამოდიან, სახლში “ბრეშას” ვერ მოუგო – 2:2.

მატჩის მსვლელობისას “ემპოლი” 1:2 აგებდა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ტავანომ მასპინძლებს ქულა მოუტანა. აქვე გეტყვით, რომ მატჩში ანგარიშიც მან გახსნა. მჭედლიძე მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა, ხოლო შეყილაძე სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. “ემპოლი” 22-გუნდიან სატურნირო ცხრილს 31 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112093