ფეხბურთი

14:47 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივი” კატალონიაშია და “ბარსას” 19-წლამდელებთან მატჩისთვის ემზადება

 თბილისის “ლოკომოტივი” ბარსელონაში ჩაფრინდა და სასტუმრო “ევროსტარზ დე ვალეს”-ში დაბინავდა. ვასილ მაისურაძემ და გიორგი დევდარიანმა 24 ფეხბურთელი წაიყვანეს. 28 იანვარს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება ამხანაგური მატჩი “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდთან, რომელიც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ჯგუფიდან 5 მოგებითა და  ფრით გავიდა. მათ შორის, “მილანს” გასვლაზე 6:2 სძლია.

ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს “სილკ სპორტ HD” აჩვენებს. ასე რომ, ქართველ ქომაგს, რომელიც “სილკ ტვ”-ის მომხმარებელია, შეუძლია თამაშის ნახვა.   

აქვე, 24-კაციანი შემადგენლობა: ბაჩო მიქავა, ბაკურ საჯაია, სანდრო ბენდიანიშვილი, დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია, გიორგი გაბაძე, გიორგი მაკასარაშვილი, ნიკა სანდოხაძე, დავით უბილავა, რევაზ ჩიტეიშვილი, ოთარ კუსიანი, გიორგი გოროზია, ერეკლე სულთანიშვილი, გიორგი დუმბაძე, ომარ პატარკაციშვილი, ჯემალ ყანჩაშვილი, ნიკა წივწივაძე, ალეკო მზევაშვილი, ლუკა ზარანდია, ლუკა კიკაბიძე, ამირან გუგუშვილი, გიორგი არაბიძე, მამია გავაშელიშვილი, დავით ჯიქია.

მატჩს ესპანურის გარდა, სხვა ევროპული კლუბების სკაუტები დაესწრებიან. მათ შორის, “ევერტონისა” და “არსენალის”. 29 იანვარს “ლოკომოტივი” ალიკანტეში გაემგზავრება და იქ დაბინავდება. კიდევ სამი მატჩია დაგეგმილი: “ბაზელის” 21-წლამდელებთან, “ვალენსია B”-სთან და ნორვეგიულ “ოდ გრენლანდთან”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110459