სხვა

19:45 | 25.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლოგოს პრეზენტაცია, ელჩების წარდგენა, მარათონი

23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური კვირეული დაიწყო, რომელიც მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტი, თბილისის მერიის, სპორტის სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ღონისძიებას გამართავს.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს “თბილისი 2015” ახალი ლოგო და სლოგანი აქვს. ახალი ლოგოს/სლოგანის პრეზენტაცია ვარდების რევოლუციის მოედანზე 26 ივნისს 11:45 საათზე დაიწყება.
დადგმაში 500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
სიტყვით გამოვა თბილისის მერი გიგი უგულავა. ფესტივალს საპატიო ელჩები ჰყავს. ისინი ოლიმპიურ ჩემპიონები არიან - დავით გობეჯიშვილი, გიორგი ასანიძე, რაფაელ ჩიმიშკიანი, რობერტ შავლაყაძე, ვაჟა კაჭარავა, მზია ჯუღელი, რომან რურუა, მანუჩარ კვირკველია, დავით ხახალეიშვილი.
საპატიო ელჩებს წარადგენენ და სიგელებს გადასცემენ “თბილისი 2015”-ის დირექტორი არჩილ გეგენავა, საქართველოს ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.
ღონისძიების წაუძღვება დიმა ობოლაძე.
“თბილისი 2015”-ის ჰიმნს შეასრულებს “დუეტი ჯორჯია”.
ბრენდბუქის და საპატიო ელჩების წარდგენის შემდეგ, ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა მარათონი ვარდების რევოლუციის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.
მარათონში მონაწილეობას მიიღებენ გიგი უგულავა, გია ნაცვლიშვილი, არჩილ გეგენავა, ლადო ვარძელაშვილი, “თბილისი 2015” ფესტივალში ჩართული სპორტის 9 ფედერაცია, სპორტსმენები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ახალგაზრდა სპორტსმენები და ბავშვები.
ღონისძიება დასრულდება თავისუფლების მოედანზე. მარათონის მონაწილეებს გადაეცემათ “თბილისი 2015”-ის მაისურები და ოლიმპიური დღის სიგელები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159073