ფეხბურთი

2:30 | 16.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლოგიკური ფრე ვოლფსბურგში

ბუნდესლიგის 26-ე ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი „ვოლფსბურგი“ და დიუსელდორფის „ფორტუნა“ დაუპირისპირდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდები ევროსაგზურებისთვის ვერ იბრძვიან და მათ არც გავარდნა ემუქრებათ, გასაკვირი არ ყოფილა, რომ „ფოლკსვაგენ არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა დიდად დაძაბული შეხვედრა ვერ იხილა.

პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ შესვენებაზე გუნდები სტუმართა უპირატესობით გავიდნენ. მე-2 ნახევარში მოვლენები პირიქით განვითარდა - უფრო სახიფათოდ „ფორტუნა“ უტევდა, მაგრამ ერთადერთი გოლი „ვოლფსბურგმა“ გაიტანა.

 

ვოლფსბურგი-ფორტუნა 1:1 (0:1)

ვოლფსბურგი, “ფოლკსვაგენ არენა 24540

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო, ფაგნერი (დოსტი 46), მადლუნგი, კიაერი, როდრიგესი, ტრეში, პოლაკი (ჟოსუე 15), ვიერინია, კალენბერგი (შეფერი 74), ოროსკო, ოლიჩი.

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი.

ფორტუნა (4-4-2): გიფერი, ბალოგუნი, ლატკა, მალეზასი, ვან დენ ბერგი, კრუზე (ომაე 88), ბოძეკი, ტეშე, ბელინგჰაუზენი, ილსო (რაიზინგერი 46), ბოლი (შაჰინი 75).

მწვრთნელი: ნორბერტ მაიერი.

გოლები: 0:1 ბოლი (37), 1:1 ოლიჩი (51).

გაფრთხილებები: ჟოსუე 17, ოროსკო 84 - მალეზასი 82, ტეშე 88.

მსაჯი: კრისტიან დინგერტი.

ბურთის ფლობა: 72%-28%, დარტყმა: 13 (8)-6 (5), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-6, ჯარიმა: 14-13.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112138