ჭადრაკი

13:59 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძე ლიდერთა შორისაა

ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომლის ელიტარულ A ჯგუფსაც 103 მონაწილე ჰყავს, მათგან 4 კი ქართველია: დავით ლობჟანიძე (2445), შოთა აზალაძე (2482), ზურაბ ჯავახაძე (2451) და გიორგი ხელაია (2110).

4 ტურის თავზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ლობჟანიძეს აქვს, რომელიც 3.5 ქულით მე-9 ადგილზეა, აზალაძე 3.0 ქულით მეცამეტეა, ჯავახაძე 2.5 ქულით – 25-ეა, ხოლო ხელაიას 1.5 ქულით 77-ე საფეხური უკავია.

ტურნირის სათავეში 3.5 ქულით 9 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება, რომელთა შორის, როგორც აღვნიშნეთ, ლობჟანიძეც იმყოფება, დამატებითი მაჩვენებლებით კი ლიდერი ისრაელის წარმომადგენელი მაქსიმ როდშტეინი (2683) გახლავთ.

მე-5 ტურში 3 ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით ითამაშებს. ლობჟანიძე ბენჯამინ ბოკს (ჰოლანდია, 2540) დაუპირისპირდება, აზალაძე – ალექსანდერ დონჩენკოს (გერმანია, 2455), ჯავახაძე – ბრენტ ბურგს (ჰოლანდია, 2227), ხოლო ხელაია შავებით მარკ ბერკოვიჩს (ისრაელი, 2366) გაეჯიბრება.

ცნობისთვის, გრონინგენის ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 30 დეკემბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12391