ფეხბურთი

15:14 | 18.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლიტმანენი შესარჩევების ყველაზე “ბებერი მეგოლეა”

ფინეთის ფეხბურთის ლეგენდა იარი ლიტმანენი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც შესარჩევი ციკლის მატჩში გოლი გაუტანია. ლიტმანენმა 17 ნოემბერს სან-მარინოსთან 8:0 მოგებულ თამაშში პენალტი შეაგდო, რომელიც მისთვის 32-ე სანაკრებო გოლი გამოდგა 137 შეხვედრაში. ლიტმანენი 39 წლისა და 270 დღისაა.
აქამდე, შესარჩევ ციკლში ყველაზე “ბებერი მეგოლე” ირლანდიელი ჯონ ოლდრიჯი გახლდათ, რომელმაც 37 წლისამ და 23 დღისამ გაიტანა – 1995 წელს.
შეხსენებისთვის, ლიტმანენი ფინეთის “ლაჰტიში” თამაშობს – იმ ქალაქის კლუბში, სადაც დაიბადა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097874