ლუგანსკის “ზორიას” ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია ინტერნეტგამოცემა ua-football.com-ის ვერსიით, უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“ქართველი ლეგიონერი განვლილი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორთან ჩატარებული მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა. ლიპარტიას საუცხოო ქმედებების დიდი დამსახურებაა, რომ მე-4 ტურის შემდეგ, “ზორია” პრემიერლიგაში მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. “მეტალისტთან” მატჩში, ჯაბა მოედანზე ბევრს გადაადგილდებოდა, სხვადასხა პოზიციებზე შესამჩნევი იყო, ორთაბრძოლებში ხშირად შედიოდა და მათ იგებდა. როდესაც “ზორიას” მეორე გოლი გაჰქონდა, ის საგოლე გადაცემის ავტორი აღმოჩნდა, არადა, შეტევის დასრულება თავად შეეძლო” – ასე შეაფასა ua-football.com-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში.
“მეტალისტთან” მატჩში ლიპარტია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. მე-18 წუთზე, მისი გადაცემის შემდეგ, ნიკიტა კამენიუკამ ანგარიში 2:0 გახადა. “ზორიას” რიგებში პირველი გოლიც კამენიუკამ გაიტანა. “მეტალისტიდან” 36-ე წუთზე გოლი არგენტინელმა სებასტიანო ბლანკომ გაიტანა, ხოლო 68-ეზე მისმა თანამემამულე ჯონათან კრისტალდომ.