ძიუდო

1:02 | 31.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი სამეულშია, ჟორჟოლიანი – სამეულს მიღმა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, 90 კილოგრამში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა სან-პაულუს მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ლევან ჟორჟოლიანს (100 კგ) კი კვარცხლბეკამდე სულ ცოტა დააკლდა. ქართული გუნდი ბრაზილიურ ტატამზე სწორედ ამ 2 სპორტსმენით გავიდა.
ლიპარტელიანმა მსოფლიოს თასი არგენტინელი ჰექტორ კამპოსის ძლევით გახსნა. შემდეგ ბრაზილიელი ფელიპე ოლივეირა, ავსტრიელი მაქს შირნჰოფერი და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური ჩამოიშორა, ფინალში კი ბრაზილიელ ჰუგო პესანასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ცნობისთვის, ერთი კვირის წინათ ჩატარებული რიო დე ჟანეიროს დიდი სლემის ჩემპიონიც პესანა გახდა.
ჟორჟოლიანმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რუს ტაგირ ხაიბულაევთან წაგებით. ცოტა ხანში კი, კიდევ ერთ რუსთან, ზაფარ მახმადოვთან შეხვედრაში ბრინჯაოზე ფიქრიც დაასრულა და მე-5 ადგილი დაიკავა. საწყის წრეებში ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელ იოსვან დესპაინ ტერისა და ბრაზილიელ კარლოს ონორატოს აჯობა.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168532