სხვა

13:31 | 20.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ლიგამუსმა” ისევ წააგო

თბილისის “ლიგამუსი”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდში თამაშობს, კვლავაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია. შეგახსენებთ, რომ წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა საკვალიფიკაციო რაუნდში სამივე შეხვედრა მოიგო, მე-2 ეტაპზე კი უკვე 3 მატჩი დათმო.
“ლიგამუსმა” ბოლო თამაში გერმანიაში “ჰანოვერთან” ჩაატარა და 5:7 (1:2, 0:2, 1:0, 3:3) წააგო. ქართველმა წყალბურთელებმა პირველი ტაიმი 1:4 დათმეს, შემდეგ კი სხვაობა მინიმუმამდე ორჯერ დაიყვანეს (4:5, 5:6), თუმცა, მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ.
“ლიგამუსი” A ჯგუფში ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც მოგება არ აქვს, შემდეგ შეხვედრას კი 28 ნოემბერს თბილისში ბერძნულ “ვულიაგმენთან” გამართავს. ამ კლუბს ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და ერთპიროვნული ლიდერია.

ჩემპიონთა ლიგა წყალბურთში. შესარჩევი რაუნდი. A ჯგუფი. მე-4 ტური
ვულიაგმენი (საბერძნეთი) – ეგერი (უნგრეთი) 11:8
შუურმანი (ჰოლანდია) – სპარტაკი (ვოლგოგრადი, რუსეთი) 5:14
ჰანოვერი (გერმანია) – ლიგამუსი (საქართველო) 7:5

სატურნირო მდგომარეობა: 1. ვულიაგმენი – 12 ქულა (4 მატჩი); 2. სპარტაკი – 9 (4); 3. შუურმანი – 6 (4); 4. ეგერი – 3 (3); 5. ჰანოვერი 3 (4). 6. ლიგამუსი – 0 (3);

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12438