საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთში თბილისის ”ლიგამუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და მარცხი განიცადა. რევაზ ჩომახიძის შეგირდები ჰოლანდიაში ადგილობრივ ”შუურმანს” დაუპირისპირდნენ და 10:13 (3:2, 2:6, 2:2, 3:3) წააგეს.
როგორც ანგარიშიდან სჩანს, ქართული გუნდის მარცხი მე-2 პერიოდში წარუმატებელმა თამაშმა განაპირობა, რომელიც სტუმრებმა 4-ბურთიანი სხვაობით დათმეს, დანარჩენ პერიოდში კი ჰოლანდიელთა უპირატესობა არ იგრძნობოდა.
შეგახსენებთ, რომ ”ლიგამუსს” ტურნირი უნგრეთში ”ეგერთან” შეხვედრით უნდა გაეხსნა, თუმცა სავიზო პრობლემების გამო თამაშზე ვერ გაემგზავრა და ამ მატჩს მოგვიანებით ჩაატარებს.
ამ დროისთვის A ჯგუფს 2-2 მოგებით ხსენებული ”შუურმანი” და ბერძნული ”ვულიაგმენი” ლიდერობენ, რუსულ ”სპარტაკ ვოლგოგრადს” 1 გამარჯვება აქვს, გერმანულმა ”ჰანოვერმა” უკვე 2 მარცხი განიცადა, ”ეგერს” და ”ლიგამუსს” კი თითო წაგება მოეძევებათ.
თბილისელები მომდევნო მატჩს უკვე შინაურ კედლებში რუსული კლუბის წინააღმდეგ ჩაატარებენ. ”ლიგამუსი” ”სპარტაკს” 20 ოქტომბერს უმასპინძლებს. ისიც ვთქვათ, რომ ჯგუფიდან გასავლელად ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვედრაა საჭირო.
ჩემპიონთა ლიგა წყალბურთში. A ჯგუფი
1-ლი ტური
ვულიაგმენი (საბერძნეთი) – სპარტაკი (რუსეთი) 11:6
შუურმანი (ჰოლანდია) – ჰანოვერი (გერმანია) 6:5
ეგერი (უნგრეთი) – ლიგამუსი (საქართველო) გადაიდო
მე-2 ტური
სპარტაკი – ეგერი 10:7
ჰანოვერი – ვულიაგმენი 4:18
შუურმანი – ლიგამუსი 13:10
1. ვულიაგმენი 2 2 0 0 29:10 6
2. შუურმანი 2 2 0 0 19:15 6
3. სპარტაკი 2 1 0 1 16:18 3
4. ლიგამუსი 1 0 0 1 10:13 0
5. ეგერი 1 0 0 1 7:10 0
6. ჰანოვერი 2 0 0 2 9:24 0
მომდევნო ტური. 20 ოქტომბერი
ლიგამუსი – სპარტაკი
ეგერი – ჰანოვერი
ვულიაგმენი – შუურმანი







