ჭადრაკი

1:36 | 24.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა შორის სამი ქართველია

საფრანგეთის ქალაქ ექს ლე ბენსში მიმდინარე ევროპის მე-12 ინდივიდალურ ჩემპიონატზე, ორი ტური მიილია, რის შემდეგაც ქულათა მაქსიმუმი ერთბაშად 51 მოჭადრაკეს მოუგროვდა. მათ შორის სამი ქართველიცაა – ლევან ფანცულაია (2456) დამატებითი მაჩვენებლებით 26-ე ადგილზეა, დავით ლობჟანიძე (2489) – 48-ე გახლავთ, ხოლო ლელა ჯავახიშვილი (2437) – 51-ე.
ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელი რობინ ვან კამპენი (2456) დაამარცხა, ლობჟანიძემ ტურნირზე 67-ე რეიტინგის მქონე რუს ბორის სავჩენკოს (2621) მოუგო, ხოლო ჯავახიშვილმა, რომელიც ვაჟთა ჩემპიონატში მოთამაშე ერთ-ერთი ქალთაგანია, ასევე თეთრებით, საკმაოდ ძლიერ აზერბაიჯანელ ნიჯატ მამედოვს (2583) სძლია.
თითო ქულა აქვთ აქტივში თორნიკე სანიკიძეს (2542), ლუკა პაიჭაძეს (2487), სალომე მელიასა (2462) და ბაადურ ჯობავას, ხოლო დავით ზარქუას (2397) 0.5 ქულა გააჩნია. ცნობისთვის, ჯობავას ევროპირველობაზე მე-8 რეიტინგი აქვს, თუმცა, ჯერჯერობით, გამარჯვებას ვერ ახერხებს. მე-2 ტურში, მან ზედიზედ მე-2 ყაიმი რუს ალექსანდრ პოტაპოვთან გააფორმა.

ევროპის მე-12 ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის. ექს ლე ბენსი (საფრანგეთი). 21 მარტი-3აპრილი
მეორე ტური

მიხაილ ქობალია (რუსეთი, 2672) – თორნიკე სანიკიძე (2542) 1:0
დავით ლობჟანიძე (2489) – სერგეი ვოლკოვი (რუსეთი, 2621) 1:0
ლუკა პაიჭაძე (2487) – ბორის სავჩენკო (რუსეთი, 2616) 0:1
სალომე მელია (2462) – მირჩეა-ემილიან პარლიგრასი (რუმინეთი, 2598) 0:1
ლევან ფანცულაია (2595) – რობინ ვან კამპენი (ჰოლანდია, 2456) 1:0
ლელა ჯავახიშვილი (2437) – ნიჯატ მამედოვი (აზერბაიჯანი, 2583) 1:0
ბაადურ ჯობავა (2707) – ალექსანდრ პოტაპოვი (რუსეთი, 2425) 0.5:0.5
დავით ზარქუა (2397) – ტომი ნიბაკი (ფინეთი, 2656) 0:1

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.097093