ჭადრაკი

14:33 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა რიცხვი სამამდე შემცირდა

სამამდე შემცირდა ლიდერთა რიცხვი თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ასპარეზობაზე. 3 ტურის თავზე დანაკარგის გარეშე ლიდერობენ ვარლამ ვეფხვიშვილი, ზურაბ სტურუა და რამინ ხოჭავავა.

მომდევნო ტურში ყურადღების ცენტრში ჩემპიონატის უპირობო  ფავორიტების ვეფხვიშვილის და სტურუას დაპირისპირება იქნება.

ვეტერანი მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალთა შორის ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა ციალა ქასოშვილის სახით. გორელი მოჭადრაკე შეჯიბრს 3-დან 2.5 ქულით ლიდერობს. 2 ქულით მეორე  ადგილზე გიული ალიხანაშვილი იმყოფება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112451